რომან გოცირიძე: ბევრ რამეს აქვს მშპ-სთან კავშირი, იმასაც კი, თუ როგორ ებრძვიან პარტიები ერთმანეთს კომბლებით

“მსოფლიოში მშპ-თი 102-ე ადგილზე მყოფ საქართველოს რა პრეტენზია აქვს, რომ მაინც და მაინც პირველმა აიცრას ფაიზერით? არა აქვს ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირიო იტყვით? აქვს და თანაც როგორ” – წერს პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“როცა კოსტა-რიკა გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში და საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, მაშინ გამიჩნდა კითხვა, რამდენი უნდა იყოს ქვეყნის მშპ, რომ მოხვდე მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩავაანალიზე და აღმოჩნდა, რომ ამისთვის საჭიროა სულ მცირე 10 ათასი დოლარი ერთ სულზე, ანუ ახლანდელ ჩვენს მშპ-ზე ორჯერ მეტი (გამონაკლისი შეიძლება რაიმე აფრიკული კვოტა ყოფილიყო).
მსოფლიოში მშპ-თი 102-ე ადგილზე მყოფ საქართველოს რა პრეტენზია აქვს, რომ მაინც და მაინც პირველმა აიცრას ფაიზერით? არა აქვს ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირიო იტყვით? აქვს და თანაც როგორ.
ერთხელ ჩემს სტუდენტებს დავავალე, გაერკვიათ, რა რაიდენობის მშპ არის საჭირო, რომ ქვეყანას ჰქონდეს მეტროპოლიტენი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, “მარშრუტკა”, ურემი.
საინტერესო კვლევა გამოგვივიდა. საქართველოს შემთხვევა ანომალია იყო. არც მეტროპოლიტენი უნდა გვქონოდა და არც ტრამვაი-ტროლეიბუსი. უბრალოდ, ესენი საბჭოთა გადმონაშთები იყვნენ. სხვათა შორის, როცა ჩვენთან მშპ ერთ სულზე ათას დოლარს ჩამოცდა, ჩაჭრეს ტროლეიბუსების სადენები და აყარეს ტრამვაის ხაზები. ესეც ჩემი სტუდენტების მიგნება იყო.
ბევრ რამეს აქვს მშპ-სთან კავშირი, იმასაც კი, თუ როგორ ებრძვიან პარტიები ერთმანეთს კომბლებით ტელეეთერებში” – წერს რომან გოცირიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...