რომან გოცირიძე: ბახტაძეს არავითარი როლი არ მიუძღვის ქობულიას გადაყენებაში, მან ივანიშვილის დავალება შეასრულა

“ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას გუშინდელი განცხადებები აჩენს სერიოზულ კითხვებს პრემიერ-მინისტრზე, თუ რამდენად რეალურად მართავს ის მთავრობას. დავრწმუნდით, რომ მამუკა ბახტაძეს არავითარი როლი არ მიუძღვის ქობულიას გადაყენებაში. მან შეასრულა ივანიშვილის დავალება.
​გიორგი ქობულიამ ფაქტობრივად ამხილა არაფორმალური მმართველობის მახინჯი ფორმა, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლებაში. ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი დაბარებულია და მასთან შეკითხვები რეგულაციის წესს ეხება, მაგრამ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ასევე დავსვათ ის კითხვები, რომელიც უკვე გაჩნდა გიორგი ქობულიას მოსმენის შემდეგ”-განაცხადა რომან გოცირიძემ IPRESS-თან საუბრისას.

“ევროპული საქართველოს” ინიციატივით, ინტერეპელაციის წესით პარლამენტში მოსვლა მამუკა ბახტაძეს 30 მაისს მოუწევს.

მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის, პრემიერ – მინისტრი დაიბაროს. ამის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება.

„მაისის ბოლო პარასკევი არის ინტერპელაციის დღე და შესაბამისად, ჩვენი წესებით და პროცედურებით სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს ოპოზიციას დაიბაროს ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე, ამიტომ, ამ დისკუსიას წინ არაფერი უდგას, თუ ეს მათი სურვილია. თუ ასეთი ინტერესი აქვთ, შეუძლიათ, რომ შესაბამისი პროცედურები გამოიყენონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...