რომან გოცირიძე: არავითარი ვალების ჩამოწერა და გადავადება არ უნდა მოხდეს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გაყიდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” -ს მესაკუთრე ძალით შეუცვალეს და გასაყიდად ამზადებენ, ხელისუფლებამ დაიწყო საბიუჯეტო ვალების ჩამოწერაზე საუბარი. გადავადებას მოვახდენთო, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, რაც სინამდვილეში სამომავლოდ საბიუჯეტო ვალების პატიებას ნიშნავს. მაგრამ აქ მთავარი არა იმდენად “რუსთავი 2”-ია, რომელსაც ვალები ხელისუფლების მიერ წარმოებული რეპრესიების გამო დაუგროვდა, არამედ მოულოდნელად სხვა საიდუმლოსაც აეხადა ფარდა: თურმე, ”იმედის” ჰოლდინგს (ტვ ”იმედი” და ”მაესტრო”) ბიუჯეტის წინაშე ჰქონია დავალიანება 27 მილიონი ლარის ოდენობით  (იმდენი, რამდენიც რუსთავს). სწორედ ამ ვალების ჩამოწერა არის ხელისუფლების მთავარი მიზანი, თორემ “რუსთავი 2” მოსახრჩობად რომ ჰყავთ განწირული, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

მაშინ, როცა პატარა ტელევიზიებს ახრჩობენ (კანონით რეკლამაც შეუზღუდეს) და ერთი თეთრი დავალიანების გადახდის დაგვიანებასაც კი არ პატიობენ (გავიხსენოთ ტრლეკომპანია ”კავკასიის” შემთხვევა), სახელისუფლებო არხები მრავალმილიონიან სამოთხეში ნებივრობენ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე – 60 მილიონიანი ბიჯეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს და 27 მილიონი ლარი საჩუქრად იმედს, თანაც რუსული პროპაგანდის გავრცელებისათვის?
. რუსთავი კი, მოვა დრო და იდავებს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის. არ იქნებს ეს ფული ბიუჯეტიდან დაფარული. კერძო ჯიბიდან მოუწევთ გადახდა ზოგიერთებს”-წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად