რომან გოცირიძე: არავინ მისცემს ივანიშვილს ევროპის შუაგულში ავტორიტარული რეჟიმის აშენების უფლებას

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ

„ოთხი მილიონი ლარია გადახდილი ამ წერილში. 4 კი არა 40 მილიონი ლარი რომ გადაუხადონ ლობისტებს, მაინც მოუწევს ხელისუფლებას შეთანხმების შესრულება. მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რურუას გათავისუფლება და მოუწევს საარჩევნო ცვლილებების მიღება. არავინ მისცემს ივანიშვილს ევროპის შუაგულში ავტორიტარული რეჟიმის აშენების უფლებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ “ფორმულასთან”.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო მმართველი პარტიის ლობისტების წერილს ასაჯაროებს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებებს ეხება. განცხადება DCI Group-მა გამოაქვეყნა. წერილს DCI Group-ის წარმომადგენლისა და თავად მმართველი პარტიიც განცხადებები ახლავს, რომლის ადრესატიც საერთაშორისო საზოგადოებაა.

წერილში ვკითხულობთ, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟირებას ცდილობს, რაც ცალკეული პატიმრების მოთხოვნით გამოიხატება. სახელისუფლებო პარტია აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ მის შედეგად, ვინმემ საპატიმრო უნდა დატოვოს.

2020 წლის მდგომარეობით “ქართული ოცნება” აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში 1,2 მილიონ დოლარს ხარჯავს და კონტრაქტი ორ ლობისტურ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. მთავრობის ადმინისტრაციას კი ხელშეკრულება ორ ამერიკულ კომპანიასთან აქვს გაფორებული, რაც ჯამში 900 000 დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად