რომან გოცირიძე: არ მგონია, სხვა ოპოზიციურ პარტიას სურვილი ჰქონდეს, ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დააყენოს

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, დროის დაკარგვა არ შეიძლება და ოპოზიციამ დედაქალაქში რვა მაჟორიტარული ოლქთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე უნდა დაასრულოს.

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დედაქალაქში  მაჟორიტარი დეპუტატობის მხოლოდ ორი კანდიდატი დააყენა და თბილისის ოლქების დაკომპლექტება დასრულებული არ არის.

მისი თქმით, ზუგდიდსა და ქუთაისში „ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

„არ მგონია, სხვა ოპოზიციურ პარტიას სურვილი ჰქონდეს ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დააყენოს. როგორც ჩანს, რაღაც გაურკვევლობას აქვს ადგილი. სადაც საერთო გამარჯვებისთვის შესაძლებელი იქნება ოპოზიციური კანდიდატისთვის მხარდაჭერა, ასე მოვიქცევით. რეგიონებში მაჟორიტარების თაობაზე პროცესი დაწყებული არ არის, რადგან თბილისში ველოდებით კანდიდატების საბოლოო დაკომპლექტებას. გაქანებული საარჩევნო კამპანია მომდინარეობს, გლდანში შვიდი ოფისი გავხსენით. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ტევა არ არის. ლევან კობიაშვილის წინა მხარდამჭერებიც კი მოდიან. გლდანი არის ცოცხალ საარჩევნო პროცესში. შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ნიკა მელიასთან. ეს ნიშნავს, რომ როცა გყავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს ამავე დროს მუშაობს პროპორციულ სიასა და საარჩევნო კამპანიაზე. გვინდა, თბილისში დროზე დასრულდეს ყველა ოლქის დაკომპლექტება და საარჩევნო კამპანიაში შევიდეთ. დროის დაკარგვა არ შეიძლება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად