რომან გოცირიძე: ამომრჩეველთა უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება – ეს ითქვა ამ არჩევნებზე

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, ამ არჩევნებით ითქვა ის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება და არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ აზრზე, მათ შორის ისინი, ვინც “ოცნებას” მისცა ხმა.

“პროპორციული სისტემით ”ოცნებამ” მიიღო 61 მანდატი, დანარჩენმა პარტიებმა 59.
რომ არა გაყალბება, შედეგი რომ განსხვავებული იქნებოდა, ამას არ სჭირდება განსაკუთრებული მტკიცება.
ამ სისტემით გაზომილი მოსახლეობის განწყობილება არის ყველაზე ზუსტი.
ამომრჩეველთა უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება. ეს ითქვა ამ არჩევნებზე. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი (ისინიც, ვინც ”ოცნებას” მისცა ხმა) იქნება ამ აზრზე.
უმცირესობაში მყოფი, არალეგიტიმური ხელისუფლება საშიშია ქვეყნისთვის. ეკონომიკური და პოლუტიკური ვითარება უკიდურესაც დამძიმდება. ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის რიგგარეშე არჩევნები. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი ქვეყნისთვის, ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად