რომან გოცირიძე: აღარ მინდა გავიხსენო, 2012-ში როგორ ეხმარებოდა რუსეთი “ოცნებას”

ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“დიახ, 2012-ში ხელისუფლება გადააბარა “ნაციონალური მოძრაობამ”. აღარ მინდა ის ისტორია გავიხსენო, როგორ ეხმარებოდა რუსეთი, როგორ შეუქმნეს ცოცხების ისტორია და ა. შ. დღემდე გამოუძიებელია ვინ ჩაახრჩო რაფალიანცი ქვევრში და საერთოდ რუსეთის კვალი მერე გახდა ცნობილი. მათ შორის ამერიკისთვის, ევროპისთვის და სხვებისთვის. რუსეთის კვალი ძალიან დიდია ყველა არჩევნებში”, – განაცხადა რომან გოცირიძემ სტუდიაში დატოვებული ქართული ოცნების წარმომადგენლის რეპლიკაზე, რომელმაც თქვა, რომ 2012 წელს მათ შერეული სისტემით მოიგეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად