რომან გოცირიძე: 3500 ადამიანი შარდის ქილით ხელში, ნაცვლად 120-ისა! – “ოცნების” ახალი ინიცირებული ცვლილება

“3500 ადამიანი შარდის ქილით ხელში, ნაცვლად 120-ისა! ამ სახის ცვლილებებია ინიცირებული ”ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კოდექსში, რომელიც დღეს გამოდის ბიუროზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ‘ნაციონალური მოძრაოიბის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამჟამად მოქმედი კანონით, ნარკოლოგიურ შემოწმებას გადიან დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები, ხოლო პროპორციული სიიდან მხოლოდ ისინი, რომლებიც გახდებიან პარლამენტის წევრები. წინა მოწვევის პარლამენტში ასეთი შემოწმება გაიარა მოლოდ 77 დეპუტატმა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მოუწევდა 120-ს.

არჩევნებში მონაწილეობს დაახლოებით 30 პარტია. ახლა უკვე მთელმა სიამ უნდა გაიაროს შემოწმება. უაზრობაა.

თავისთავად, მსგავსი შემოწმება არაფრისმომცემია. დავუშვათ, ამომრჩეველს შეიძლება უნდა იცოდეს, არის თუა არა დეპუტატობის კანდიდატი ნარკომომხმარებელი, მაგრამ საბოლოოდ, მისი გადასაწყვეტია მისცემს თუ არა მას (მის პარტიას) ხმას. ეს სხვა დროს მსჯელობის საკითხია, ამ არჩევნებისთვის ვერაფერს შეცლი. რასაც ცვლიან, ეს არის ნაბიჯი უფრო მეტი უაზრობისაკენ – ზედმეტი წვალება, ზედმეტი ხარჯები, როცა მარტივი არითმეტიკით, შემოწმებულთა 96 პროცენტი ვერ ხვდებიან სიით პარლამენტში”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად