რომან გოცირიძე: 300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა, სად არის ქამრების შემოჭერა?!

300 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა, სად არის ქამრების შემოჭერა?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დროს ნასესხები 7 მილიარდი ლარის გადახდა პროცენტებით მოგვიწევს ზოგი ჩვენ და ზოგიც ჩვენ შვილებს.

“აგერ თქვენ შესავალში იყო, რომ 7 მილიარდი ლარი ისესხა ქვეყანამ პანდემიის გასამკლავებლად. ჩვენ უნდა მოვემსახუროთ და პროცენტით უნდა დავაბრუნოთ უკან, ზოგი ხვალ, ზოგი ზეგ და ზოგს კიდევ ჩვენი შვილები გადაიხდიან. ამიტომ, როდესაც ასეთი უზარმაზარი თანხის აღების შანსი მოგეცა, მართლაც რომ ხელგაშლილები იყვნენ ჩვენი პარტნიორები აშშ-დან და განსაკუთრებით ევროკავშირიდან. მომენტალური დახმარება წამოვიდა და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ჩადებული იყო ხარჯები – 2019 წელს რემონეტბი, ფუფუნება, ჯიპები, სხვადასხვა პროექტები. ბიზნესი, რომელიც დაკავშირებული იყო ხელისუფლებასთან. შეიძლებოდა, რომ თუნდაც კარგი პროექტები შეჩერებულიყო და მოხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას.

ეს ფული შეიძლებოდა უკეთესად დახარჯულიყო. ადრე შემოეტანათ ვაქცინა. ქვეყანაში მოსახლეობის 1.5%-ია აცრილი, ეს ხომ კატასტროფაა?! ამ ვიტარებაში, როგორ შეიძლება ეკონომიკის აღდგენაზე ვილაპარაკოთ?! რეალურად არც კი დაწყებულა ვაქცინაცია, ეს არის საცდელი პროცესი და რეალურად მესამე კვარტალში დაიწყებაო. ახლაც მიდის სამინისტროებში კაბინეტების მოწყობა და 30 ჯიპის ყიდვას აპირებს მთავრობა. სად არის ქამრების შემოჭერა?! რაში დაზოგეს ფული?! საკუთარი პარტიული აქტივი დაასაქმეს და მერე, როდესაც ცნობები საჭირო აღარ იყო და წესი შეცვალეს, მომენტალურად გაიზარდა ათასობით ადამიანი. საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგეს ნასესხები ფული”, – თქვა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...