რომან გოცირიძე: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს არ განიხილავს. 

როგორც პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, მათი გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ პასუხობს და მის განხილვას აზრი არ აქვს.

„ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისთვის, შეიცვლება ხელისუფლება, ახალი ბიუჯეტი იქნება, ის ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს. ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს. ბიუჯეტის შენიშვნებს 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავაგზავნით. დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯებიც კი არ არის მოცემული. ველოდებით, პანდემიასთან დაკავშირებით პროცესები როგორ განვითარდებაო – კატასტროფული მიმართულებით განვითარდა, დღეში 500 ინფიცირებული და რამდენიმე გარდაცვლილია. ნუთუ, პროგნოზის გაკეთება ძნელია, რომ პირველ რიგში საჭირო იყო ხუთი მილიარდი მოხმარებოდა ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. მოგებული დრო იმ პროცესების ალაგმვას უნდა მოხმარებოდა, რასაც სამწუხაროდ დღეს ვხედავთ, როცა ქვეყანაში ლარი ჩამოიშალა და გაიქცა ვირუსი, რეალურად, უკონტროლო ვითარებაა. მის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად