რომან გოცირიძე: 2018 წლის ბიუჯეტი არის სოციალურად უსამართლო და ეკონომიკურად უპერსპექტივო

"ეს ბიუჯეტი არის სოციალურად უსამართლო და ეკონომიკურად უპერსპექტივო", – ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.

დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის პროექტში ბევრი უსარგებლო ხარჯია გაწერილი.

"ეს ბიუჯეტი შეიცავს საფრთხეებს ლართან,ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ის ვერ შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას ხელს. მასში არის ტრადიციულად მრავალი უსარგებლო და ბიუროკრატიული ხარჯი. კვლავ მილიარდები იხარჯება არასწორი მიმართულებით", – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები
იტვირთება...