რომან გოცირიძე: 2003-2012 წლებში ქვეყნის მშპ გაიზარდა 6,24 %- ით, 2013-2020 წლებში 2,75 პროცენტით

რომ დავაკვირდეთ, როგორ იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო 17 წლის განმალობაში, უკომენტაროდაც მივხვდებით ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიზეზებს, – ამის შესახებ ეროვნულიბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“2003-2012 წლებში ქვეყნის მშპ გაიზარდა 6,24 პროცენტით, 2013-2020 წლებში 2,75 პროცენტით.

ორივე ხელისუფლების პირობებში იყო თითო დიდი საგარეო შოკი, რომლის დროსაც მოხდა ეკონომიკის ვარდნა. 2009 წელს მშპ შემცირდა -3,7 პროცენტით, 2020 წელს, -6,2 პროცენტით. ამ წლების შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, “იმ ხელისუფლების” დროს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 7,48 პროცენტი, “ამ ხელისუფლების” დროს 3,9 პროცენტი.

ეს სხვაობა ნიშნავს დაკარგულ მილიარდობით ლარს და დაკარგულ ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს”, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...