რომან გოცირძე: ნოემბერში იწყება ფულის ფლანგვა, რასაც ლარი ვერ უძლებს და იწყება გაუფასურება 

“ყველა ხარჯი დარჩა და არათუ დარჩა, არამედ სახელფასო და საპრემიო ფონდიც კი გაიზარდა დაახლოებით 50 მილიონი ლარით 2021 წლის ბიუჯეტში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

ის მთავრობას მოუწოდებს, რომ გზების კეთება და შენობების რემონტი 2 წლით გადადონ და როცა ეკონომიკა გამოცოცხლდება მერე მოიპარონ ფული.

“ყველა ხარჯი დარჩა და არათუ დარჩა, არამედ სახელფასო და საპრემიო ფონდიც კი გაიზარდა დაახლოებით 50 მილიონი ლარით 2021 წლის ბიუჯეტში.

რა უნდა გაკეთდეს და პირველ რიგში უნდა მოხდეს “ქამრების შემოჭერა”. მართლა გგონიათ, რომ ლარი მყარდება?! მისი გამყარება სეზონურია. ბიუჯეტის ხარჯვა იყო შეკვეცილი, ჩამორჩენაა ბიუჯეტის ხარჯვაში. მერე მიაყრიან და ნოემბერში იწყება ფულის ფლანგვა, თუნდაც წესიერად ხარჯვა, მაგრამ გაორმაგებული, რაც აწვება ლარს და ყოველთვის გაზაფხულის სეზონურ გამყარებას მოსდევს ლარის გაუფასურება. ამიტომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას რეფინანსირების სესხები რომ იყო და ბიუჯეტიც დეფიციტი როგორმე უნდა შეამციროს. ჯანდაბას გადადოს მოსაპარი ხარჯები 2 წლის მერე გადადოს და მერე გააკეთოს გზები იქნება თუ შენობების რემონტი, რომელიც პანდემიის დაძლევის შემდეგ ცოტა გამოცოცლებულ ეკონომიკას მოგვცემს”, – თქვა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...