რომან გოცირიძე: მყარი ლარი “ნაციონალებთან” ასოცირდება და ამიტომ ებრძვიან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს და ექსპერტებს მოუწოდებს, ლარის გაუფასურების მიზეზებსა და გამოსავალზე ისაუბრონ.

“ლარი უფასურდება! ხელისუფლებამ და ექსპერტებმა ახსნან, თუ რატომ ხდება ეს და რაში ხედავენ გამოსავალს, გარდა იმისა, რომ დაზეპირებულივით იმეორონ, მოლოდინების და თურქული ლირის ბრალიაო. იქნებ, ციფრებით და სხვა არგუმენტებით დაამტკიცონ ამ ორი, თითიდან გამოწოვილი ფაქტორის მართებულობა.

ისე, მოლოდინების მართვა არის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და თუ ამას ვერ აკეთებენ, ეს პირდაპირ არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის შედეგი”, – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე და აქვე დასძენს: “მყარი ლარი ნაციონალებთან ასოცირდება და ამიტომ ებრძვიან”.

კომენტარები
იტვირთება...