რომ არა აშშ სააკაშვილის ხელისუფლება მილსადენს გაზპრომს მიყიდდა

NULL

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებს, რომ  გაზპრომთან ხელშეკრულება 2003 წლიდან არსებობს, და მას შემდეგ ტექნიკურ დეტალებზე შეხვედრა ყოველ წელს იმართება.

მისივე განცხადებით, 2005 წელს წინა ხელისუფლებას მილსადენის გაზპრომისთვის მიყიდვა სურდა.

„გასაგებია, მოდის არჩევნების წელი და მავანი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა თავი შეახსენოს მოსახლეობას. დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს. მე შეგახსენებთ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარკებებს გაზპროპმთან ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა , ჩვენი მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული.

მაშინ აშშ-ს მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იქნა ჩაწერილი , რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუთსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით.“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად