როინ მიგრიაული: მთავარია, განჩინებას მეორე მხარისთვის გასაჩივრების უფლება არ შეუზღუდავს

“ურთმელიძის გადაწყვეტილება კარგადაა დასაბუთებული. იგრძნობა, რომ მოსამართლე არ მოქმედებს მხოლოდ ქართული სინამდვილით, არამედ მიმართავს უცხოურ პრაქტიკასა და წყაროებს და მისი გადაწყვეტილება ამ მხრივაც საინტერესოა. სხვათა შორის, ეს ახალი ტენდენცია უკვე შეინიშნება ჩვენს სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც მოსამართლეები სხვადასხვა გადაწყვეტილებას იშველიებენ", – ამის შესახებ ადვოკატმა როინ მიგრიაულმა.

როინ მიგრიაული მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მოსამართლემ წმინდა სამოქალაქო საპროცესო ნორმებით იმოქმედა.

"არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიება. 171-ე მუხლი, რომელიც გამოყენებულ იქნა, აბსოლუტურად თავსდება, როგორც სამოქალაქო პროცესის, ასევე კონსტიტუციის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შემდეგ, უკვე აღარ არსებობს დაუყოვნებლივი აღსრულების მიქცევის ინსტიტუტი და ბუნებრივია, სასამართლოს გაეხსნა ხელ-ფეხი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოეყენებინა. რაც მთავარია, ამ განჩინებას არ გამოუწვევია მეორე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვა,” – განაცხადა როინ მიგრიაულმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...