როგორია ქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში (ვიდეო)

გორში, პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლი" დღეს გაიხსნა. 

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 34 მილიონი დოლარი ჩაიდო. 

"იმ ვითარებაში როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის გარემოს დაბინძურების პრობლემას, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს, რომელმაც წამოიწყო ეს მნიშვნელოვანი პროექტი." – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორია ქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში და როგორ შენდებოდა ის, გთავაზობთ ამის ამსახველ ვიდეოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...