როგორია პრემიერის ახალი მრჩევლის ბიოგრაფია, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით იმუშავებს

ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა.

ახალი მრჩეველი მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის – გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად