როგორია ჰესების მშენებლობის ეკონომიური ეფექტი?

ჰესების მშენებლობა ჩვეულებრივ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე იგივე სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ამავე დროს, ჰესების ექსპლოატაცია ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე თბოსადგურებისა და ატომური სადგურების ექსპლოატაცია. არ საჭიროებს საწვავს, მცირეა ხარჯები რემონტზე, ასევე მცირეა მომსახურე პერსონალის ოდენობა.

დიდ დიაპაზონში მანევრირების გამო ჰესები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვანი ოდენობის ძვირადღირებულ პიკურ ელექტროენერგიას. იმის შემდეგ რაც ჰესი გამოისყიდის მშენებლობის ხარჯებს, ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად მცირდება. თავდაპირველი დიდი კაპიტალური ხარჯებისა და გამოსყიდვის დიდ პერიოდის გამო საჭიროა მოზიდულ იქნას ხანგრძლივი ვადით პროცენტიანი კრედიტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად