როგორი იქნება თორნიკე რიჟვაძის დაანონსებული ხელოვნური კუნძული ბათუმში (ფოტოები)

სოციალურ ქსელში ვეცელდება პირველადი ვერსია, თუ როგორი იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დაანონსებული ხელოვნური კუნძული.

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, – განაცხადა რიჟვაძემ “იმედზე” გადაცემაში „ნოესთან“.

 

 

 

 

 

კომენტარები
იტვირთება...