როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 23 ოქტომბრამდე

ქ. თბილისში 18 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტეპერატურა 17, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

ქ. თბილისში 18 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 18-19 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 20-22 ოქტომბერს +19, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად