როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად