როგორ უნდა დაბრუნდნენ უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები – ნათია თურნავას პასუხი

როგორ მოხდება საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში იმ ვითარებაში, როდესაც ყველანაირი ავიამიმოსვლა შეჩერებულია? ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ვრცელი განმარტება გააკეთა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქართული ავიახაზები მოახერხებენ მათ გადმოყვანას სამშობლოში.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები. პრევენციის ძალიან დიდი ნაწილია ისიც, რომ ორგანიზებულად მოვახერხოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა რისკის ქვეყნებიდან და მათ შესაბამისი პირობები დავახვედროთ აქ, იქნება ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა და დავტოვებთ ამ კომუნიკაციას მხოლოდ აირზენას მეშვეობით.

განვსაზღვრეთ ის ჰაბები ევროპული, საიდანაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა, ამის შესახებ ინფორმაციას სრულად ფლობენ ჩვენი საელჩოები. მე მინდა დავამშვიდო ის თანამოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ევროპაში, მათ დროულად  მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა. დღეს ეს ქალაქებია ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი და ჩვენ კიდევ დავამატებთ სხვა ქალაქებს საჭიროების შემთხვევაში. – განაცხადა ნათია თურმავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად