როგორ შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები – პროკურატურა ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებებს ასაჯაროებს.

“თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან, ასევე, ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას  პერიოდულად მოახდენს”,  – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის სრული განცხადება შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში რამდენიმე მედიკამენტი აღმოჩდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად