როგორ მოიგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან-უელსის მასტერსის ნახევარფინალური შეხვედრა (ვიდეო)

კალიფორნიაში, ინდიან-უელსის მასტერსზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასპინძელ ტეილორ ფრიცს სძლია – 7:6(7:5), 6:3. დიდ ბრიტანელი კამერონ ნორის და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვის შეხვედრა პირველის გამარჯვებით დასრულდა – 6:2, 6:4

ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი და კამერონ ნორი ითამაშებენ.

ინდიან-უელსის ფინალში გასვლამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 600 სარეიტინგო ქულა და 640 000 დოლარი შესძინა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში მოპოვებული სარეიტინგო ქულები 1000-მდე, საპრიზო თანხა კი 1209730 დოლარამდე გაიზრდება

კომენტარები
იტვირთება...