როგორ გულშემატკივრობენ ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს (ფოტორეპორტაჟი)

ქართველი სპორტსმენები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ერთმანეთს სოციალურ ქსელში გულშემატკივრობენ.

ოლიმპიადის განმავლობაში აქტიურად გულშემატკივრობდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, რომელიც საკუთარი Facebook გვერდიდან ამხნევებდა ქართველ ოლიმპიელებს.

ასევე აქტიურად ქომაგობდნენ საქართვრლოს კალათბურთელთა ნაკრების წევრები ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიელებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ სხვადასხვა ფედერაციები თუ გუნდები. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კალათბურთის ფედერაცია და თბილისის დინამო აქტიურად ადევნებდა თვალს ოლიმპირ თამაშებს და გულშემატკივრობდა ქართველ სპორტსმენებს.

ოლიმპიადის დაწყებამდე, ბორჯღალოსნების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ კი ჩვენს ოლიმპიელებს რიოში გამგზავრებამდე წარმატება უსურვა.

ვიტო კოლელიშვილი, ლევან მჭედლიძე, მათე ვაწაძე, ვაკო ყაზაიშვილი, ეს იმ სპორტსმენთა არასრული სიაა, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობენ ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ზაზა ფაჩულიას All Star-ში მოსახვედრად მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა არაერთმა სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლადო ხინჩეგაშვილმა.

ასევე ვეტერანი ფეხბურთელის, აკაკი დევაძის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩში მიიღეს მობაწილეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიელები სოციალურ ქსელში გულშემატკივრობისთვის მადლობას იხდიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად