როგორ გავხადოთ დისტანციური სწავლა საინტერესო?!-ლადო აფხაზავას ​რჩევები პედაგოგებს

პედაგოგები ნუ დაიკვეხნიან რომ დისტანციური სწავლებით სრულფასოვან განათლებას მივცემთ ბავშვებს-ასე აფასებს “აიპრესთან” მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ვლადიმერ აფხაზავა დისტანციური სწავლების მეთოდს, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო არაერთ სკოლასა და უნივერსიტეტში დაინერგა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ვლადიმერ აფხაზავა “აიპრესთან” დისტანციური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. როგორს ის განმარტავს, დღეს, განათლების სისტემა არ არის მზად მოსწავლეებს დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მიაწოდოს. ამასთან, სკოლის მოსწავლეებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, რაც მათ დაემხმარებათ  სრულფასოვანი სასწავლო პროცესის შეჩერებისას, სხვადასხვა ალტერნალიული წყაროდან მიიღონ განათლება, ერთ-ერთი კი სწორედ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაა.

” იმისთვის რომ საინტერესო გახდეს დისტანციური სწავლება, რესურსები უნდა გადავუგზავნოთ ბავშვებს. არსებობს ბევრი რამ, რაც ძალიან საინტერესოა, თუნდაც თამაშები. ჩვენ  სათამაშო გაკვეთილები უკვე გავუგზავნეთ, უფრო აქტიურები რომ იყვნენ. როგორც სასწავლო პროცესში გვაქვს სხვადასხვა აქტივობა და პროექტები, ასეთი არ არის, მაგრამ, online პროექტები უკვე გავაკეთეთ.

online  პროექტები შედეგიანია, რადგან ბავშვებმა ადამიანურ ღირებულებებზე პოსტერები დაამზადეს, სოციალურ ქსელში გამოჩნდა, რაც ძალიან კარგია.“

ამასთან, ლადო აფხაზავა „აიპრესთან“ ამბობს რომ  დისტანციური სწავლება ამ ეტაპზე მოსწავლეებს სრულფასოვან განათლებას ვერ მისცემს:

-სრულფასოვან განათლებას ჯერჯერობით ვერ მივცემთ ბავშვებს. ვერცერთი მასწავლებელი ვერ დაიკვეხნის, რომ მე, უკვე ძალიან მაგრად ვაკეთებ და შედეგს დავდებ.

ჯერ კიდევ არ არის დანერგილი დისტანციური სწავლება, იმ ფორმით, რაც საჭიროა. მეც მჭირდება რაღაც კონსულტაციები. განათლების სამინსიტროდან რომ მოგვივიდა პლატფორმა, მოსწავლეები დავარეგისტრირეთ, თუმცა,  ჯერ კიდევ ვერ დავიწყეთ სრულფასოვნად სწავლა. არავინ არ უნდა მოგვატყოს რომ სრულფასოვნად დავიწყეთ ჩვენ საგაკვეთილო პროცესი.

ლადო აფხაზავა გამოთქვამს მზაობას გაცდენილი პერიოდი შაბათს ან კვირას ანაზღაურდეს, ამასთან ბავშვებს რამდენიმე რჩევით მიმართავს, რომელიც მათ დაეხმარებათ დისტანციური სწავლის პერიოდში, სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებებიდან მიიღონ ინფორმაცია:

„ საგანმანათლებლო პროცესში ჩავარდნა იქნება, მაგრამ ავანაზღაურებთ შაბათ-კვირის ხარჯზე. მთავარია ახალი კორონავირუსი არ იყოს, ყველა ისე ვართ მონატრებული სკოლაში სიარულს, ბავშვებთან ურთიერთობას. ვფიქროთ, ყველა დათანხმდება რამენაირად ავანაზღაუროთ ეს გაცდენილი პერიოდი.

ძალიან მაგარი იქნება თუ ჩვენი მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს წაიკითხავენ.

ყურადღება გაამახვილონ კლასიკოს მწერლებზე, მათ შემოქმედებაზე, ძალიან კარგია კლასგარეშე საკითხავი წიგნები, წაიკითხონ!

მე პირადად,  ჩემი მოსწავლეებიც მეხმარებიან სხვადასხვა სასწავლო რესურსის შექმნასა და მოძიებაში. მასწავლებლებმა მოსწავლეების რესურსებიც უნდა გამოიყენოს. ჩვენი  მოსწავლეები ციფრულ კომპეტენციაში ძალიან მაღალ დონეზე არიან, ზოგიერთ მასწავლებელს გვჯობს კომპეტენციაში ჩვენი ბავშვები.

პირიქით,  მე ვთხოვ ბავშვებს დამეხმარონ, რაიმე სასწავლო რესურსი შევქმნათ.

როდესაც დისტანციურად ვმუშაობთ, ეს ერთგვარი გაკვეთილია. სულ არა რის საჭირო „ აბა ბავშვებო მომისმინეთ, ეს უნდა გავაკეთოთ!“ ჩვენ ერთობლივად რაღაც პროექტზე ვმუშაობთ, სხვადასხვა როლებს ვინაწილებთ- ინფორმაციის მოძიება ,პროგრამების გაწერა, ეს უკვე ონლაინ პროექტია, რაც გაკვეთილზე ძალიან  კარგია.

მეც ბევრი რამ ვისწავლე, რის შესახებაც აქამდე არ ვიცოდი. გავეცანი ჩემი მოსწავლეები რა თამაშებს თამაშობდნენ, რით ერთობიან. ამ ყველაფერს დავუკავშირე სასწავლო კუთხე და ავაგე პროგრამა ჩემთვის, რითაც მათ ვასწავლი“-ამბობს ლადო აფხაზავა.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად