როგორ გაიცემა სახელმწიფო გრანტი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე-განმარტება აბიტურიენტებისთვის

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ აბიტურიენტებს (გარდა ჯანდაცვისა და სახელვებო/სპორტული პროგრამებით დაინტერესბული აპლიკანტებისა) 2020 წლისთვის 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება უწევთ, დადგინდა რომ მათემატიკის მინიმალური ზღვარი დაიწევს და ის მაქსიმალური ქულის 20% იქნება, 25%-ის ნაცვლად.

რაც შეეხება, სახელმწიფო გრანტს. გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად:

1. ქართული ენა და ლიტერატურა

2. უცხოური ენა

3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები:

1. ქართული ენა და ლიტერატურა

2. უცხოური ენა

3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად