როგორ დაამყარა ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი და მოიპოვა სამი ოქროს მედალი (ვიდეო)

ტაილანდში, ქალაქ პატაიაში დასრულებულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში ფანტასტიკურად იასპარეზა ლაშა ტალახაძემ

+109კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ პირველ მოძრაობაში 220 კგ აიტაცა და თავისავე მსოფლიო რეკორდი, ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე დაყარებული, 2კგ-ით გააუმჯობესა. ძალოსნობის ისტორიის მანძილზე ატაცში ოდესმე არსებულ წონითი კატეგორიების არცერთ სხვა ძალოსანს ამ შედეგისთვის არ მიუღწევია.

მეორე მოძრაობაში, აკვრაში, ლაშა ტალახაძემ ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე დამყარებული საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა 4კგ-ით – 264 კგ აკრა. ძალოსნობის ისტორიაში უფრო მაღალი შედეგი, 266 კგ, შორეულ, 1988 წელს იქნა ნაჩვენები იმ დროს არსებულ ყველაზე მძიმე +110 კგ წონით კატეგორიაში

ორი მოძრაობის ჯამში ლაშა ტალახაძემ 484 კგ დასძლია და თავისავე რეკორდი, დამყარებული ევროპის ჩემპიონატზე, ბათუმში, 6კგ-ით გააუმჯობესა. ლაშა ტალახაძის ეს შედეგი საუკეთესოა ოდესმე არსებული ნებისმიერი წონითი კატეგორიისთვის.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ლაშა ტალახაძე, რომელიც 5 დღეში, 2 ოქტემბერს, 26 წლის გახდება, ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. იგი არის აგრეთვე ატაცში, აკვრაში და ორჭიდში მსოფლიო რეკორდების მფლობელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად