როდის შეძლებენ დეპუტატები შს მინისტრის მოსმენას ხვალ გახდება ცნობილი

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მიწვევისთვის შესაბამისი პროცედურა ხელახლა დაიწყება.

როდის შეძლებენ დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრის არგუმენტების მოსმენას 5-6 ივლისის ფაქტებთან დაკავშირებით ხვალ, ბიუროს სხდომაზე უნდა გაირკვეს.

სავარაუდოდ, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მომავალ რიგგარეშე სხდომაზე მივა.

თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას საერთოდ ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც შს მინისტრი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარს გეგმავდა, ჩაიშალა.

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლის უფლებას არ აძლევენ.

საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიბარეს.

რიგგარეშე სხდომის დაწყებას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დასწრებია. თუმა, როგორც კი ვახტანგ გომელაური მივიდა პარლამენტის ტრიბუნასთან, შემოვიდნენ და გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. დეპუტატებმა სასესიო დარბაზში “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

კომენტარები
იტვირთება...