როდის გვექნება ვაქცინა და რა გეგმები აქვს ჯანმო-ს საქართველოსთან დაკავშირებით – „აიპრესის“ კითხვას ჯანმო-ს ხელმძღვანელები პასუხობენ

როდის გვექნება ვაქცინა და რა გეგმები აქვს ჯანმოს საქართველოსთან დაკავშირებით? ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს და რაზეც კონკრეტული პასუხი  ამ დრომდე ამ მიგვიღია.

Ipress.ge-ს წარმომადგენლმა, კოკი იონათამიშვილმა საზოგადოებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი კითხვით მიმართა სწორედ ჯანმო-ს ხელმძღვანელობას.

კოკი იონათამიშვილი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც არ შეუძენია ვაქცინა და არ დაუწყია ვაქცინაცია. სომხეთმა შეიძინა რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“, აზერბაიჯანი თურქეთის დახმარებით აწარმოებს ჩინური ვაქცინით აცრებს. საქართველოსთვის ორივე ეს მოცემულობა მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია რუსული ვაქცინის გამოყენება, რადგან რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამ ვითარებიდან გამომდინარე საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიიღოს ევროპული ან ამერიკული წარმოების ვაქცინა. შეუძლია თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას „კოვაქსის“ პლატფორმის გამოყენებით მიაწოდოს საქართველოს ევროპული ვაქცინა?

ჰანს კლუგე: ზუსტად ამ მიზეზით ახალ წლამდე მე ვიყავი ვიზიტით ქვეყანაში, შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა ჯანდაცვის მინისტრს და სხვა კოლეგებს, რომ ერთად შეგვედგინა ვაქცინაციის გეგმის შესაქმნელად, როგორც ჩემმა კოლეგა სიდარტამ თქვა კოვაქსმა უკვე გააკეთა პირველი მიწოდება განაში. ახლა მუშავდება გეგმები,  მე ვიცი რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საგანგებო გამოყენების სიაში მყოფ ვაქცინებზე, ვაქცინებზე რომლებსაც ჩვენ მივაწვდით ქვეყნებს. დროის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობა მუშაობს  მათ შორის იმ ვაქცინებთან, რომლებიც არის ამ სიაში  მაგრამ არის დროის ფაქტორი,  თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მაგრამ მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მალე საქართველოს შედეგი ექნება.

სიდჰარტა სანკარ დატტა, (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის მრჩეველი იმუნიზაციის და ვაქცინაციის საკითხებში): მადლობა კითხვისთვის, კონსტანტინეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ აიღეს ვალდებულობა ამ კოვაქს პლატროფმაში მონაწილეობაზე. მსგავსი პლატფორმა ადრე არ იყო და ამ პლატფორმიდან ჩვენ ვავრცელებთ შემოწმებული ხარისხის ვაქცინებს ყველა ქვეყანაში მიუხედავად მათი შემოსავლებისა. ეს უნდა გავაცნობიეროთ და უნდა ვიცოდეთ. როგორც ბატონმა კლუგემ აღნიშნა, მონაწილე ქვეყნებმს უნდა ჰქონდეთ წვდომა საგანგებო გამოყენების სიაში მყოფ ვაქცინებთან. ამ სიაში მყოფი ვაქცინები მოწმდება ჯანდაცვის მსოლფლიო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან. მე მიმაჩნია, რომ არაა მნიშვნელოვანი რომელმა ქვეყანამ აწარმოა ვაქცინა, მთავარია რომ ვაქცინა იყოს უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის. რადგან ადამიანები რომლებიც მიიღებენ ვაქცინას მიიღებენ სარგებელს მისგან და ის პროცესი,

თუ როგორ მოწმდება ვაქცინები გაზრდის მათ მიმართ ნდობას იმ ჯგუფებში, რომლებისთვისაც იქნება მიმართული ეს ვაქცინა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...