„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“ 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, რომელმაც „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გახსნა, ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდებს ნაყოფიერი და სასიამოვნო დასვენება უსურვა. მოუწოდა, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და იზრუნონ გარემოზე. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკია, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.
ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები. ბანაკის საზეიმო გახსნა ლიდერებისა და მონაწილეების მიერ შესრულებული არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერით გაგრძელდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარები
იტვირთება...