რობერტო კარლოსი “აკჰისარს” გაწვრთნის

ბრაზილიის ყოფილი მცველი, რობერტო კარლოსი პარასკევს, თურქული კლუბის ”აკჰისარის” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

ბრაზილიელმა კლუბთან, 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2015 წლის 9 იანვარს შევა.

ამ დროისთვის, ”აკჰისარი” თურქეთის უმაღლეს ლიგაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს. ბოლო შვიდი მატჩიდან, კლუბმა ვერცერთში მოიპოვა გამარჯვება.

რობერტო კარლოსისთვის ეს იქნება მესამე კლუბი, რომელსაც გაწვრთნის. აქამდე მას უმუშავია, ”ანჟიში” და ”სივასპორში”.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა, ”სივასპორი” ერთი თვის წინ, შინ წაგებული მატჩის, შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...