რობერტ სტურუა: ქართულ პოლიტიკაში უნიჭო ადამიანები არიან

"დავიფიცე, რომ წელს პოლიტიკაზე ნაკლები ვილაპარკო და ვწერო. სულმა წამძლია და რაღაცეები დავწერე. მე მგონია, რომ ჩვენ ზნეობაზე და სულიერებაზე უნდა ვიფიქროთ. ის, რაც ხდება ჩვენს ხალხში, თუ არა გამოსწორდა, არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეზე იქნები, დაღუპულად მიმაჩნია ერი ასე თუ  გააგრძელებს ცხოვრებას",-ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ ტელეკომპანია "იბერიას" ეთრში განაცხადა.

რეჟისორის შეფასებით, ქართველ ხალხს სულიერება აკლია, ქართულ პოლიტიკაშიც ვერ ხედავს ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, ხალხს წინ წაუძღვნენ და რამე ისწავლონ. 

"არეულია ყველაფერი, არ იციან, რა არის სიმართლე, სიცრუე, სად არის ბოროტება, სად არის სიკეთე. ერთმანეთი გვძულს და ამავე დროს გვიყვარს. არეულია ერი. საღ აზროვნებაზე საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. ქართველი კაცი ვერ აზროვნებს ისე, რომ შეხედოს რა ხდება მსოფლიოში, რა რთულ ვითარებაშია მსოფლიო, რა ახლოს ვართ ომთან და განადგურებასთან. მიჭირს ამაზე ლაპარაკი და არც რეცეპტები არ მაქვს.

ყველა რაღაცას ელის ჩემგან, მე შემიძლია ერთი სპექტაკლი დავდგა, ან ორი. ბოლოს და ბოლოს ბებერი კაცი ვარ და შეიძლება დამანებოთ თავი? გადამახდევინოთ დაბადების დღე ისე, რომ მიხაროდეს? მე უბრალოდ არ მიყვარს უნიჭო ხალხი, ვერ გრძნობთ რომ არ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე? ე.ი ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნიჭო ხალხია პოლიტიკაში . პოლიტიკაში ერთი ნიჭიერი კაცი მაინც დამანახა. მე ვისწავლე, როგორ დავდგა სპექტაკლი და რომელმა ისწავლა, ხალხს როგორ წარუღძვეს წინ? ერთი რამე ესწავლათ მაინც, არაფერი უსწავლიათ და ერი მიჰყავთ უფსკრულისკენ? ქართველ ხალხს ფული, ძალაუფლება და მორჩა მეტი არაფერ არ უნდა. არ უშველის იდეები, უდნა ისწავლოს ერმა. რატომ მოკლეს ილია? იმიტომ რომ ვერ იტანდნენ, როცა ის ერისგან სულიერებას მოითხოვდა.კიდევ აგრძელებენ ამ მკვლელობებს. ის კაცი რომანტიკოსია, აძლევს ფულს რომ გადაარჩინონ ერი და მას ფულს ჰპარავენ,"-განაცხადა რობერტ სტურუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...