რობერტ სტურუა: გამოგიტყდებით, რუსეთის აგენტი და პუტინის ჯაშუში ვარ! 

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი, რობერტ სტურუა რუსეთთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმული პოზიციის გამო საზოგადოების კრიტიკას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება.

“გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში!
ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:
1.პიესების არჩევა,
2.პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება
3.მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!
რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს
მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:
4.როლების განაწილების საიდუმლო
5.მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა
6.რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა
პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად მომიმატა და:” მერე,მერეო?”
ვასწავლე
7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა
8.რეკლამის შექმნა
ძალიან მოეწონა ვოვას
მერე
9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება
და რაც მთავარია:
10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!
მოკლედ ქვეყანა გავყიდე!
დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!
P.S.
დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ – მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და…
თავისუფლად
მოსეირნე ტურიტებში მიმალულ აგენტებს!”,-წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში. 

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი რობერტ სტურუა 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო “ნაცისტები ზეიმობენ”.

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”,-წერდა რობერტ სტურუა Facebook-ის პირად გვერდზე.

მის პოზიციას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა რეჟისორი რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილ და ლმობიერ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად