რობერტ სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი რობერტ სტურუა 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დასძენს, რომ შექმნილი ვითარების გამო “ნაცისტები ზეიმობენ”.

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”,-წერს რობერტ სტურუა Facebook-ის პირად გვერდზე.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მმართვის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

“ჯამში კლინიკებში გადაყვანილი იქნა 240-მდე პაციენტი. მათ შორის 80-მდე პოლიციელი. ამჟამად კლინიკებში რჩება 102 პაციენტი. ნიუ ჰოსპიტალში რჩება 18-მდე პაციენტი, რომელთა შორის 2 პაციენთან მოხდა თვალი ენაპლუაცია “,-განაცხადა თორნიკე თალაკვაძემ.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...