რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანელთა კარში გატანილი გოლით პოლონეთს პლეი ოფში თამაშის შანსი შეუნარჩუნა

ევრო 2020-ის E ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა

პირველ ტურში საკუთარ მოედანზე სლოვაკეთთან განცდილი მარცხის შემდეგ პოლონეთის ნაკრებს ესპანეთის ნაკრებთან დღევანდელ მატჩში დამარცხება ჯგუფში ჩატოვებას უქადდა. ცხადია, მარცხი და ფრეც კი არ აძლევდა ხელს ესპანეთის ნაკრებსაც, რომელსაც პირველი შეხვედრა შვედეთთან ფრედ ჰქონდა ნათამაშები.
 
აღნიშნული გარემოების გამო თამაშს ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
 
სევილიაში, „ესტადიო ოლიმპიკოზე” მიმდინარე მატჩში ესპანეთის ნაკრები პირველი ტაიმის 25-ე წუთზე ალვარო მორატას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა და მართალია, პირველ ნახევარში მან მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ბურთის ფლობაში უაღრესად დიდი უპირატესობის გამო (78% საპირისპიროდ  22%-ისა) მისი შანსები ბევრად უკეთესი ჩანდა.
 

მეორე ნახევრის დაწყებიდან 9 წუთი იყო გასული, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ მასპინძელთა კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

 
სამი წუთის შემდეგ პოლონელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ჟერარდ მორენოს მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ანგარიში უცნლელი დარჩა.
 
შეხვედრის დარჩენილ დროში თამაში ესპანელთა დიდი ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მათ პოლონელთა კარის აღება ვერ შეძლეს.
 
შვედეთი – 2 თ → 4 ქ → ბურთები 1:0
სლოვაკეთი 2 თ → 3 ქ → ბურთები 2:2
ესპანეთი 2 თ → 2 ქ → ბურთები 1:1
პოლონეთი 2 თ → 1 ქ → ბურთები 2:3
კომენტარები
იტვირთება...