რობაქიძე: დონაძემ ჭრილობა გამიხსნა, რაც მან “რუსთავი 2”-ზე გააკეთა-როგორ ამოსდის ბუტას სული და ხროტინებს

ამის შესახებ 2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დონაძემ რაც გააკეთა “რუსთავი 2”-ზე გუშინ თუ გუშინწინ… ჩემს შვილი სული როგორ ამოსდის და ხროტინებს, ჭრილობა გამიხსნა თავიდან ბოლომდე. მაგათ ვეუბნები, რომ ძალიან ჯანმრთელი ვარ, არც ტვინში სისხლი ჩამექცევა და არც ინფაქტს მივიღებ და მეორე საქმესაც ბოლომდე მივიყვან. “რუსთავი 2″-მა ეს მეორედ გააკეთა. დედაჩემს სასწრაფო სამჯერ გამოუძახეს. სკოლის დირექტორზე რომ იძახიან მოკლესო, დედაჩემს არ კლავდნენ ეგენი?!” – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ბუტა რობაქიძე დაიღუპა. 6 წლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად