რობაქიძე: 2004 წლის გაყალბებულ ოქმს ხელს აწერს ბექა ბეჟუაშვილი, რომელიც დღეს ქუთაისის მთავარი პროკურორია 

ამის შესახებ 2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მე ხელთ მაქვს ოქმი, გაყალბებული ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბექა ბეჟუაშვილი, რომელიც იყო დიდუბე-ჩუღურეთის გამომძიებელი, ისევე როგორც შაკო მიქაბაძე. ეს არის 2004 წლის 30 ნოემბერი, ბავშვი 1 დღის დასაფლავებული მყავს და გაყალბებულს უკვე ოქმი. ბეჟუაშვილი დღეს ქუთაისის მთავარი პროკურორია. მეორე საქმეზე ვთანამშრომლობ პროკურორთან, უკვე ვარ საქმის პროკურორთან ბატონ ვახტანგთან ნამყოფი მთავარ პროკურატურაში. უკვე დაკითხულია 20-მდე ადამიანი. საქმე აღძრულია ბეჟუაშვილზე მეორე საქმესთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ამაზეც აღიძრება. ბეჟუაშვილი არის ქუთაისის მთავარი პროკურორი, დავით ბედია არის სუს-ის სამმართველოს უფროსი. აღარ ვლაპარაკობ ღვინიაშვილზე. ასევე ირაკლი წერეთელი, ოქრუაშვილი, არის კიდევ 3-4 ადამიანი, რომელსაც ჯერ არ ვამბობ, რათა არ გაიქცნენ, ისიც ვიცი ვინც მას ხელს აფარებს, ისიც ძალიან მაღალ თანამდებობაზეა და ისიც სუს-შია”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ბუტა რობაქიძე დაიღუპა. 6 წლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ბუტა რობაქიძის საქმეზესასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო.  სოსო რობაქიძის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად