“RMG-ის სტიპენდია” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 სტუდენტს დაენიშნება

კომპანია RMG-იმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 წარმატებული სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლებიც კომპანიისაგან ერთი წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ.

კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 50-მდე სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად „RMG-ის სტიპენდია“ გადაეცემათ.

2 თებერვალს კომპანია RMG-ის თბილისის ოფისში, სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა მიმართულია სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტების მომზადებასა და მხარდაჭერაზე. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის წარმატებული სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკის და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად