რიჟვაძე: წელს აჭარაში სპორტის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის 3 433 610 ლარი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ სპორტის პოპულარიზაციაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ წელს აჭარაში სპორტის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის 3 433 610 ლარი დაიხარჯება.

“2019 წელს აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 433 610 ლარი.

2018 წელს ბათუმმა უმასპინძლა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობას იღებდა 180 ქვეყნის 4,000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი;
ასევე, გაიმართა 50-ე საიუბილეო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობდა 42 ქვეყნის 400-ზე მეტი ძალოსანი;

წელს წარმატებული წელი იყო ბათუმისთვის, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო ტურიზმის ოსკარად წოდებულ დაჯილდოვებაზე, ნომინაციაში – ევროპის მზარდი ტურისტული დანიშნულება. გარდა ამისა ბათუმს უკვე აქვს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი.

ბათუმმა მიიღო ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ჩვენი სპორტსმენების ხელშეწყობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს კვლევას, კონცეფციას, რომელიც სწორედ სპორტული ტურიზმის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ჩვენი მიზანია არამარტო ქართველი სპორტსმენებისთვის შევქმნათ სავარჯიშო და გადასამზადებელი სპორტული ბაზა, არამედ უცხოეთში არსებული გუნდებიც მოვიზიდოთ, რათა მათ სწორედ ჩვენს მიერ განვითარებულ ლოკაციებზე აწარმოონ წვრთნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და დარწმნებული ვარ ღირსეულად გავართმევთ თავს”, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად