რიჟვაძე: ქვეყანაში ტურისტების მზარდი შემოდინების ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

 შეხვედრაზე 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფასეს და არსებული გამოწვევბი განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, რათა მოხდეს ხარისხობრივი პრობლემების მოგვარება და ტურისტული სეგმენტის კიდევ უფრო ზრდა. ისაუბრეს ასევე მთის ტურიზმის განვითარების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე. გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია.

დღესვე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენილ იქნა ქრისტინე ძიძიგური, რომელიც დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურს გაუწევს კურირებას.

,,დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტში. წარმოდგენილი იყო ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ ზოგადი სტრატეგიული მიმართულებები და საქმიანობა. მუშა რეჟიმში განვიხილეთ საკითხები , რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა გამოსწორდეს. აღინიშნა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ტურისტების მზარდი შემოდინების ტენდენცია ქვეყანაში. ასევე, მინდა მოვუწონო ბატონ სულხან ახალი მადგილის ქრისტინე ძიძიგურის დანიშვნის გადაწყვეტილება. ქალბატონი ქრისტინეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაგვეხმარება იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტს დღეს აქვს. ვუსურვებ მას წარმატებებს მის მომავალ საქმიანობაში“- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად