რიჟვაძე: ქობულეთში, “მწვანე ქალაქის” პროექტის ფარგლებში 180 ჰექტარიდან 70%-ზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა.

რიჟვაძემ ანგარიშის წარდგენის დროს ყურადღება ქობულეთის განვითარებაზე და იქ მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა.

“დაიწყო პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სრულ აღწერა-ინვენტარიზაციას, ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, პოტენციური ინვესტორებისათვის მონაცემების ვებ-სივრცეში განთავსებას და მათთვის ასევე პირდაპირი შეთავაზებებს ითვალისწინებს.

ქობულეთის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. დაიწყო უპრეცედენტო, ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ქობულეთში, რომლის ფარგლებში მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქი“ აშენდება. უმსხვილესი პირდაპირი ევროპული ინვესტიციის განხორციელება ქობულეთში 180 ჰექტარზე დაიწყო.”მწვანე ქალაქის” პროექტის ფარგლებში საინვესტიციო ტერიტორიის 70%-ზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა. პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები, ველობილიკი, სარბენი ბილიკი, დასასვენებელი ზონები და სათამაშო მოედნები. აჭარის მთავრობასა და კომპანია „გრინ რეზორთს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების თანახმად, მშენებლობის პროცესში და ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება”, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...