რიჟვაძე “ნაცმოძრაობაზე”: უპასუხისმგებლო პარაზიტებს არ მივცემ უფლებას სახალხო ზეიმი ჩაშალონ

“შუამთობას” ზეიმობენ აჭარის მაღალმთიან კურორტზე ბეშუმში. საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პრემიერ მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრებოდა.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანეთის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღესასწაულის პარალელურად გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა. რეგიონის პირველმა პირმა ოპონენტები დღესასწაულის ჩაშლაში დაადანაშაულა:

“დღეს ოპენენტები შეეცადნენ საზეიმო, სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის წესრიგში. მაგრამ, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს ბეშუმში “შუამთობის” დღესასწაულზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა და შსს მინისტრის ფოტობანერი საზეიმო სცენასთან ხმაურის ფონზე გამოფინა. ღონისძიებას პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.
ოკ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...