რიჟვაძე მაშველ გოგონებს: თქვენ უზრუნველყობთ ბათუმში წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს

ასე მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო ტექნიკის გამოფენაზე მაშველ გოგონებს.

“სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მზადყოფნა, ძალიან მახარებს თქვენი შემართება,  მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო მაშველი გოგონების მიმართ. ჩვენი ქალაქის განვითარება დგას თქვენს შემართებაზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევთ თავს ყველა იმ ამოცანას რომელიც თქვენს წინაშე დგას“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...