რიჟვაძე: ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გავუწევთ

ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.

„დღესვე მოხდა ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ქირითაც. დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსრული დახმარება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

“წუხელ სამ საათზე გაჩნდა ცეცხლი. ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხულოს მერი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რომ არა მათი დახმარება, გაცილებით დიდი ზარალი მოგვადგებოდა, ცეცხლი მოედებოდა სხვა სახლებსაც. თორნიკე რიჟვაძე უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესში. გაგვიწიეს დახმარება, ამჟამად გაყვანილი ვართ ქირით. ზარალის დათვლის შემდეგ დაგვპირდნენ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას და ფინანსურ მხარდაჭერას“ – ამბობს თემურ მიქელაძე.

წუხელ, გვიან ღამით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 6 სახლი და 5 დამხმარე ნაგებობა დაიწვა. საერთო ჯამში დაზარალდა 7 ოჯახი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა. რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად