რიჟვაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან, ტურიზმთან და დასაქმებათან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. რიჟვაძემ ანგარისის წარდგენისას მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
“ბოლო ერთი წლის განმავლობაში:
• 43 მიმართულებით 82,414 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო;
• აშენდა 22 ახალი ხიდი და 317 ხელოვნური ნაგებობა;
• რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 60,43 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხს;
• მოეწყო 141,6 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი.
2019 წელს დაგეგმილია:
• 53,516 კმ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა;
• 264 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა;
• 114 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა;
ინფრასტრუქტურული პროექტები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან, ტურიზმთან და დასაქმებათან”, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...