რიჟვაძე: გვაქვს ამბიცია ვიყოთ ყველაზე განათლებულ ქვეყანათა რიგში!

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ განათლების მიმართულების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.

“ვართ ორიენტირებულები ინტეგრაციაზე, უკეთეს მომავალზე, ადამიანზე.ყველაზე დიდი კაპიტალი არის ადამიანური კაპიტალი რაც კიდევ უფრო უნდა განვავითროთ. განათლების სექტორის დაფინანსება იყო საკმად დაბალი. რეფორმის თანხმად განათლება გახდება დომიმანტი სექტორი. გვაქვს ამბიცია ვიყოთ ყველაზე განათლებულ ქვეყანათა რიგში.

დიდი რეფორმა მიმდინარეობს საქართველოში და ეს არის განათლება. ამ საერთო ეროვნული იდეის განხორციელებაში აჭარაც აქტიურად ჩაერთო.
ქვეყნის მასშტაბით ეფექტური განათლების პოლიტიკის შექმნის და მაღალი ხარისხის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო რეფორმა დაიწყო.

აჭარაში განათლების მიმართულებით ქვეყნის ეროვნული იდეის პოლიტიკა ეფექტურად ტარდება, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე სასწავლო დაწესებულებების შექმნას და ყველა ახალგაზრდისთვის ღირსეული განათლების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული მიმართულებით აჭარაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. რამდენიმე თვის წინ რეგიონში განათლების ქალაქის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რითაც აჭარა მალე განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი კერა გახდება. განათლების ქალაქში ხარისხიანი განათლების მისაღების ყველა პირობას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით, თანამედროვე, საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამეცნიერო მუზეუმი. განათლების ქალაქში კომაროვისა და ხელოვნების სკოლა განთავსდება. აღნიშნული ქალაქის მშენებლობის კონცეფცია ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიც არის ადამიანი და ადამიანის უფლებები, ინკლუზიური ეკონომიკა და რა თქმა უნდა განათლება.

განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა იგეგმება, რაც წელს აჭარის ა.რ რეპუბლიკური ბიუჯეტით 84 000 ლარით ფინანსდება.
ხულოში გაიხსნა პროფესიული სასწავლებელი.სულ რამდენიმე დღეში კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომელიც საერთაშორისო პროგრამებს და სიახლეებს შემოიტანს აჭარაში. სადაც ჩვენ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება საერთაშორისო სტანდარტების განათლებას ადგილზე დაეუფლონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...