რიჟვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა, განსაკუთრებით აჭარაში გავამართლოთ მოსახლეობის მოლოდინები

“პარტია საჭიროებს კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით შემდეგი წლის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკვეთა, რაც მოდის საზოგადოებისგან, ის მოლოდინები, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით აჭარაში, გავამართლოთ“, – განცხადება თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან გააკეთა.

ახალი ინიციატივა, რომელიც აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ეხება, დღეს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.

“პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა არის წარდგენილი და ბუნებრივია, ეს პროცესი ფორმალურად გაფორმდება უკვე პარტიის ყრილობაზე“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად