რიჟვაძე: აჭარაში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა

აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების განხორციელებაზე. აჭარაში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა. რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შიგნით ვაპირებთ, რომ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტების გახსნას და ჩვენი მიზანია შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი”, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის მონაწილეებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, EBRD-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ,,აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას სულ 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...